

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს, სალომე ზურაბიშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში – დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. სალომე ზურაბიშვილი დუშეთში ამომრჩეველთან შეხვედრაზე: „არსებობს ძალიან ძლიერი კურორტი, ბაზალეთის ტბა. ის ცნობილია საუკუნეების მანძილზე და მას შეუძლია დაეხმაროს საქართველოს, რომ გახდეს კურორტებისა და მედიცინის ქვეყანა. ამის მონაცემები, რესურსები გვაქვს და როგორც მეღვინეობაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში და წარმოადგენს ეკონომიკის ძლიერ მხარეს, ასევე შეიძლება კურორტებისა და მედიცინის სფეროს განვითარება, მითუმეტეს, რომ ევროპაში არის ამის დიდი მოთხოვნა. ამ ყველაფრის მისაღწევად მე თქვენ გვერდით ვარ.
მე ვიქნები ელჩი მთავრობასთნ, პარლამენტთან და ამაში ჩემი დამოუკიდებლობაც დამეხმარება. შემიძლია მათთან კრიტიკული აზრებისა თუ ინიციატივების მიტანა. ხელისუფლებასთან ისეთი ფორმის დიალოგს დავამყარებ, რაც საქმის კეთების საშუალებას მოგვცემს“. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, შალვა კერესელიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ერეკლე ტრიპოლსკი, მირიან წიკლაური, ზაზა პაპუაშვილი და გია ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
„სინათლე მედიის“ ანგარიშზე მორიგი დონაცია, 1000 ლარი, ჩაირიცხა.
დღეს, 22 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის
საქართველოს პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი
„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი ივნისიდან საგარეუბნო
მარტივდება მსუბუქი ავტომობილისთვის საჭირო B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის