ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უკვე მესამედ, პლენერი „გამა“ ჩატარდა.

პლენერში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ოცამდე მხატვარი მონაწილეობდა.

მხატვრები ორი დღის განმავლობაში ხარაგაულის ულამაზეს ხედებს ხატავდნენ.

შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და პლენერის დახურვის ღონისძიება 14 ოქტომბერს სოფელ უბისაში, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა.

პლენერის მონაწილეები ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულის მერის მოადგილე თემურ ჩხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ, ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ დააჯილდოვეს.

შექმნილი ნამუშევრები, ტრადიციულად, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულ თეატრს საჩუქრად გადაეცა. მომავალში თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე ამ ნამუშევრების გამოფენას დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გეგმავს.