მულტიმედია ცენტრი „ჩემი ხარაგაული“, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრთან თანამშრომლობით, დ. ხარაგაულში მოქმედი სკოლების მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებს, – მათ, ვისაც ჟურნალისტიკა და ფოტო/ვიდეო გადაღება/მონტაჟი გაინტერესებთ, გიწვევთ ჟურნალისტთა სკოლაში „იმედი ხვალის“.

ჟურნალისტთა სკოლის სტუდენტებს კონკურსით შევარჩევთ. შერჩევის კრიტერიუმი ჩვენთან სწავლის სურვილის დასაბუთებით, მოტივაციით, განისაზღვრება.

მეცადინეობები 1 ნოემბერს დაიწყება. პრაქტიკული და თეორიული გაკვეთილები 4 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ ჩატარდება.

ჟურნალისტთა სკოლის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციის საქმიანობაში (გადაიღებენ და მოამზადებენ ქუჩის გამოკითხვებს, თავად გამოსცემენ ყოველთვიურ სამოსწავლო გაზეთს „იმედი ხვალის“, შეხვდებიან და ინტერვიუს ჩაწერენ მათთვის საინტერესო პიროვნებებთან და ა.შ.) და ინოვაციების ცენტრისგან დაგეგმილ აქტივობებში.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

მსურველებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, ამ ბმულზე გაიაროთ რეგისტრაცია.

გისურვებთ წარმატებებს!