
13 ოქტომბერს საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლის, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ტრაგიკულად დაღუპვის ადგილზე, სოფელ ბორითში, მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს მისმა თანამებრძოლებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბაღდათ-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, ცნობილმა მხატვრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ეროვნული მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას სულის მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინა წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელმა მამა მირიანმა (სამხარაძე). ამავე სკოლის მოსწავლეებმა პატრიოტული სიმღერები შეასრულეს.
შემდეგ ღონისძიება ბორითის კულტურის ცენტრში გაგრძელდა. რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი „საქართველოს შიშველი სატევარი“ წარმოადგინა.
სპექტაკლის შემდეგ თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სამხატვრო პლენერ „გამას“ მონაწილე მხატვრები, რომლებიც დაბინავდნენ ოჯახებში, სადაც ხარაგაულის ულამაზეს ხედებს შექმნიან. მათი ნამუშევრების გამოფენა 14 ოქტომბერს, 14.30სთ-ზე უბისის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგება.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ინფორმაციის მიხედვით
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ