„მინდა, აქედან, გორიდან ვთქვა, ჩვენ ხვალ ვიქნებით თავისუფალი, გამთლიანებული, ევროპული, ძლიერი ქვეყანა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გორში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა გორში კიდევ ერთხელ ისაუბრა საკუთარ პოზიციაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით. „ვინ, თუ არა მე, უნდა ვიცოდე, რა არის ომი ორ ქვეყანას შორის და ვინ არის ამ ომში აგრესორი, როცა ერთი ლახავს ტერიტორიას, სახმელეთო და საჰაერო საზღვრებს – რუსეთი და მეორე –-საქართველო, რომელსაც არასდროს მიუტანია იერიში რუსეთის ტერიტორიებზე, მათ შორის, არც 2008 წელს.
ეს საკითხი არის საერთაშორისო სამართლის. ვინ არის აგრესორი, ვინ არის პასუხისმგებელი – ამაზე ყველა ერთნაირად პასუხობს, ჩემი ჩათვლით. ჩვენ გვაინტერესებს, ქვეყნის შიგნით რა ხდებოდა – ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პროვოკაციებს, რომ არ აჰყოლოდა, ეს ტრაგედია რომ აერიდებინა ქვეყნისთვის?
რატომ ჩააბარეს არასამხედრო პირს ამ საომარი ოპერაციების ხელმძღვანელობა და შტაბი, რატომ არ მოხერხდა დროულად მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალებისა და ბავშვების გამოყვანა, რატომ დაგვიანდა რუსეთის აგრესორად გამოცხადება.
ვითომ ამაში მედავებიან, არადა სადაო არაფერია. იმ დროს ვინც იყო პასუხისმგებელი, რატომ არ გამოაცხადა მაშინვე, რატომ აფარებდნენ, რომ ეს იყო მხოლოდ ოსეთის სეპარატისტები და მოსკოვმა თურმე არ იცოდა, რატომ შეკრიბეს ახალგაზრდები გორის სტადიონზე იმ დროს, როცა დაბომბვის ყველაზე მაღალი საფრთხე იყო, რატომ არ ყოფილა არც ერთი მცდელობა, ჟენევაში საკითხი დასმულიყო – როგორ შეიზღუდა რუსეთის გაყვანა, ყოველ შემთხვევაში, მთლიანად მისი გაყვანა.
იმ დროისთვის და დღესაც ჟენევაში ამაზე სხვანაირი მუშაობაა საჭირო, მაგრამ იმ დროს სერიოზული შანსი იყო, რომ ჩვენ დაგვესვა საკითხი ახალგორისა და ლიახვის ხეობის, რომელიც არ შედიოდა კონფლიქტის ზონაში, სანამ დაიწყებოდა ეს ოპერაციები და რომელზეც შეიძლებოდა აქცენტის გაკეთება.
მე, პირადად, მქონდა ამაზე საუბარი ევროკავშირის მაშინდელ ხელმძღვანელთან. მან მკითხა თქვენი დელეგაციის პოზიცია როგორი იქნება, მთლიანად ყველაფრის მოთხოვნა, რომ რუსეთი გავიდეს სრულად რეგიონიდან, თუ იმის მოთხოვნა, რაც შეიძლება დღესვე მოვითხოვოთ და გაკეთდეს ანუ ახალგორის და ლიახვის ხეობა. ამაზე პასუხი დღემდე არ არის. რატომ შეინარჩუნა საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის პასპორტი ამ ტრაგედიის შემდეგ 8 თვის განმავლობაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი