იმერეთის რეგიონის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ „ფინკა ბანკის“ საჩხერის განახლებულ სერვის ცენტრსაც ესტუმრონ.

11 ოქტომბერს, ფინკა ბანკმა საჩხერეში, აღმაშენებლის #5-ში, განახლებული სერვის ცენტრი გახსნა, სადაც მომხმარებელს კომფორტული გარემო და სწრაფი მომსახურება დაგხვდებათ.

გამორჩეულია სერვის ცენტრის ინტერიერის დიზაინი, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შექმნა.

სერვის ცენტრის გახსნაზე ფინკა ბანკის რეგიონალურ ოპერაციათა მენეჯერმა ხათუნა ჭელიძემ აღნიშნა, რომ ფინკა ბანკი უკვე 14 წელია საჩხერეშია და ეს ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის ეს რეგიონი.

„მოხარულები ვართ, რომ დღეიდან საჩხერეში მომხმარებლებს განახლებული სერვის ცენტრიდან მოვემსახურებით და  სრულ საბანკო მომსახურებას გავუწევთ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ველოდებით ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ ისარგებლონ ჩვენი განახლებული პირობებით როგორც სესხებზე, ასევე დეპოზიტებზე. ფინკა ბანკში სერვის ცენტრების განახლების პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება“.  

განახლებული სერვის ცენტრის გახსნას მეწარმეებთან და ფერმერებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბენიამენ ფალავანდიშვილის თქმით, საჩხერეში თანამედროვე სტანდარტების სერვის ცენტრის გახსნა არის დამატებითი შესაძლებლობა ფერმერებისთვის და ყველა ადგილობრივისთვის, რომ ისარგებლონ მათზე მორგებული სხვადასხვა საბანკო პროდუქტებით და სერვისებით,

„მოხარულები ვართ, რომ ფინკა ბანკი აგრძელებს აქტიურობას ჩვენს რეგიონში, განახლებული სერვის ცენტრი ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის მცირე მეწარმეებს და ფერმერებს განვითარებაში, ასევე დასაქმებას“.  

საჩხერის სერვის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ  ადგილობრივი ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუების წარმომადგენლები და ფინკა ბანკის მომხმარებლები. მცირე მეწარმე ვეფხია კილაძე, რომელმაც „ფინკა ბანკის“ დახმარებით ცდილობს მისი საქმიანობის გაფართოებას, აღნიშნავს: „ყოველთვის ვგრძნობ ფინკა ბანკის მხარდაჭერას, როცა მოვდივარ, ყოველთვის ცდილობენ ჩემ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შემომთავაზონ, სწრაფად მემსახურებიან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“.

ფინკა საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ, მრავალი წელია მომხარებლებს სრულ საბანკო პროდუქტებს და სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება, თანხის გადარიცხვა, კომუნალური გადასახადების გადახდა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტის გახსნა და სხვა.

 წელს ბანკის საიუბილეო წელია. „ფინკა ბანკი“ 20 წელია საქართველოს ბაზარზეა და მცირე მეწარმეებს და ფერმერებს საფინანსო მომსახურებას უწევს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ბანკი მომხმარებელს სიახლეებსა და საინტერესო შეთავაზებებს ჰპირდება.