

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს, სალომე ზურაბიშვილი თეთრიწყაროსა და წალკაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ენის მნიშვნელობასა და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზეისაუბრა: „სახელმწიფო ენა, როგორც აუცილებელი წარმატების გზა ამ რეგიონისთვისა და ადამიანებისთვის კულტურასთან, იდენტობასთან, ტრადიციებთან ერთად შენარჩუნებული უნდა იყოს. თუ ამრეგიონში ადამიანებს უნდათ, განვითარების ძრავა გახდნენ, სახელმწიფო ენა უნდა გამოიყენონ, ასე გაიგებენ რა პროგრამები არსებობს და როგორ შეიძლება თავიანთი რეგიონის განვითარება“.
შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, კახაბერ ოქრიაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!