საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში – თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
„28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი – უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, – განაცხადა დავით სერგეენკომ თეთრიწყაროს ამომრჩეველთან შეხვედრაზე, – მე ვერ გთხოვთ, არც გაკადრებთ იმას, რომ მიგითითოთ ვის მისცეთ ხმა, იმიტომ, რომ თითოეულ თქვენთაგანს საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვს უტყუარი არჩევანის გასაკეთებლად – ვის უნდა ქვეყნისთვის სიკეთე, ვის უნდა ქვეყნის განვითარება და მეორეს მხრივ, ვის ამოძრავებს რევანშის, ბოღმის, ღვარძლის და ანგარიშსწორების სურვილი.
ამას თქვენ არაჩვეულებრივად გააკეთებთ. მე ერთადერთი სათხოვარი მექნება თქვენთან, უმორჩილესი თხოვნა, რომ 28 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში და ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას.
რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს, რომელსაც დავაფიქსირებ. მინდა, რომ არაჩვეულებრივ ქალბატონს, სალომე ზურაბიშვილს მივცე ხმა 28 ოქტომბერს.
გისურვებთ წარმატებებს, ქალბატონო სალომე!“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი