

ხარაგაულის, ჭიათურისა და ბაღდათის რამდენიმე სკოლაში მასწავლებელთა ვაკანსიებია გამოცხადებული.
ხარაგაულის #2, ვარძიის, ვერტყვიჭალისა და ბორის საჯარო სკოლებში (I-XII კლასებში) სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების პედაგოგებს იწვევენ.
მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში 19 ოქტომბერია, ვარძიისა და ვერტყვიჭალის სკოლებში – 17 ოქტომბერი, ხოლო ბორის სკოლაში – 25 ოქტომბერი.
I-XII კლასებში სპეცპედაგოგები ესაჭიროებათ ჭიათურის #2 საჯარო სკოლაში (განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 11 ოქტომბერი), შუქრუთის #1 (განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 22 ოქტომბერია) და ხრეითის #2 (II კლასი; განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი) საჯარო სკოლებში.
სპეცპედაგოგებისათვის ვაკანსიები გამოაცხადეს ბაღდათის სოფელ ზეგნის #2 საჯარო სკოლამ (I-IX კლასებში), წყალთაშუას საბაზო სკოლამ (I-IX კლასებში) და ნერგეეთის საჯარო სკოლამ (I-XII კლასებში). განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 19 ოქტომბერია.
ჭიათურის სოფელ რცხილათის საბაზისო სკოლას 1-9 კლასებისათვის ინგლისურის ენის მასწავლებელი ესაჭიროება (განაცხადების მიღების ბოლო ვადა 1 ნოემბერია), ხოლო ხრეითის #2 საჯარო სკოლაში მე-5- მე-9 კლასების მოსწავლეებისთვის რუსული ენის პედოგის ვაკანსიაზე განაცხადების მიღების ვადა 14 ოქტომბერს იწურება.
განაცხადის შეტანა შეიძლება სკოლებში ან სკოლების ელექტრონულ მისამართზე.
სკოლების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ამ ბმულზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,