

„ჩვენი კანდიდატის მიერ გაცხადებული საარჩევნო კამპანია ზუსტადაც ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს, – განაცხადა გოგი მეშველიანმა ბოლნისში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, – მან ჩვენს ოპონენტებს შესთავაზა ევროპული საარჩევნო კამპანია. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მათ ან ვერ, ან ჩემი ვარაუდით უფრო, არ გაიგეს ეს შეთავაზება და მთელი თავისი საარჩევნო მარათონი ააგეს ე.წ. შავ პიარ კამპანიაზე, ტალახის სროლაზე, სიბინძურეზე.
მე, რა თქმა უნდა, დეტალებში არ შევალ, იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება ბრძენია. მას თავად შეუძლია საკმაოდ კარგად გაარჩიოს სიმართლე სიყალბისგან და რაც მთავარია, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი საზოგადოება არასდროს არ დაუბრუნდება შავბნელ წარსულს. ჩვენ, ჩვენმა საზოგადოებამ, ხალხმა კარგად იცის, რომ ვერანაირი ნიღაბი, ვერანაირი დანაწევრება ვერ უშველის იმ ძალას, რომელიც იყო შემოქმედი და ავტორი ძალადობრივი ქმედებების. მე ამის მწამს და ამიტომ ვამბობ თქვენი თანდასწრებით“.
„სინათლე მედიის“ ანგარიშზე მორიგი დონაცია, 1000 ლარი, ჩაირიცხა.
დღეს, 22 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის
საქართველოს პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი
„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი ივნისიდან საგარეუბნო
მარტივდება მსუბუქი ავტომობილისთვის საჭირო B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის