

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში აისახება.
„ამ საკითხზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იმუშავა, – ამბობს ზაზა გაბუნია, – სამინისტროსა და პარლამენტს შორის კონსულტაციები გაიმართა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა გადაწყვეტილია. ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სასარგებლო შედეგები მოუტანონ დასახლებას, თემსა და სოფელს“.
ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი პროგრამის შინაარსობრივ მხარეს განიხილავს.
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის