საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მარნეულში, ბოლნისში და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.
„მე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როცა დასრულდება ჩემი ექვსწლიანი მანდატი, აქ ჩამოვალ და ქართულად გესაუბრებით, არა იმიტომ, რომ არ უნდა გქონდეთ განსხვავებული ენა. ყველა ენა, რომელზეც საქართველოში
საუბრობენ, არის დასაცავი და ყველა იქნება დაცული პრეზიდენტის მიერ. ვინ, თუ არა მე, უნდა ვიყო ენის და
იდენტობის დამცველი.
გავიზარდე საფრანგეთში, 36 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, მაგრამ შევინარჩუნე ქართული ენა. ყველა, ვინც აქ არის ან აზერბაიჯანული ან სომხური წარმოშობის, ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ
თავის შვილებს თავისი ენა ასწავლოს. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ყველანი ვართ ერთი სახელმწიფოს
მოქალაქეები და გვინდა, რომ ამ სახელმწიფოში ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი. მომავლის გზა არის სწორედ
სახელმწიფო ენის ცოდნა, რომელიც ყველა გზას ხსნის წარმატებისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისთვის, უცხოეთში და სრული ინტეგრაციისთვის.
ინტეგრაცია ნიშნავს თანასწორობას, სრულ თანასწორობას. მე, სწორედ ეს ვისწავლე საფრანგეთში,
თუმცა ქართული ენით, ტრადიციებით და ოჯახით გავიზარდე.
ეს არის თანასწორობა, რომელსაც გთავაზობთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ბევრად მეტი, რომ
ქართული ენა თქვენთვის იყოს ადვილი შესასწავლი და ადვილად ხელმისაწვდომი. მე, ვიქნები ის პრეზიდენტი,რომელიც ამ საკითხს დაიცავს და მიხედავს. სწორედ ეს არის ის ბალანსი, თანასწორობა და ტოლერანტობა, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის მთავარი ძალა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი