„ქალბატონი სალომე გახლდათ ჩვენი კომიტეტის – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი ბოლო ორი წლის განმავლობაში და მინდა დაგიდასტუროთ, რომ ის არის განსაკუთრებით პრინციპული, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ენას, ასევე, ჩვენი ეროვნული უმცირესობების უფლებებს და საქართველოს მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა მარნეულში ამომრჩეველთან შეხვედრაზე, – მისი პრინციპულობა ჩვენთვის ადრეც იყო ცნობილი, როდესაც ის გახლდათ პირველი, რომელიც პრაქტიკულად, აკრიტიკებდა უსამართლო რეჟიმს ჩვენ უახლოეს წარსულში.

მე დიდი სიამოვნებით ვუერთდები ქალბატონი სალომეს კამპანიას, მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სალომე გახდება ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი. მან უკვე გააერთიანა ჩვენი დიასპორა, როდესაც მისი დიდი ძალისხმევით საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი. ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები, მათი მოქალაქეობის საკითხი იყო მნიშვნელოვნად გადაჭრილი პრობლება, რომელიც გახლდათ სწორედ ქალბატონი სალომეს დამსახურება“.