

„ექიმების მიერ ჩემს ფონდში თანხის გადმორიცხვაზე აუდიტის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, რადგან ამის შესახებ გარედან შემოსული იყო კითხვები. აუდიტი თავის მოვალეობას ასრულებს, რაც სრულიად ნორმალურია,“ – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ლოგიკურ ეჭვს აჩენს ექიმების მიერ მის ფონდში თანხის გადარიცხვა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ცალკე კატეგორიების გამოყოფა არის ძალიან არასწორი და შეურაცხმყოფელი. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, მისთვის ღირებულია ყველა ადამიანი, ვინც ამ ფორმით უჭერს მხარს.
„მაშინ ეს უნდა ჰკითხოთ იმ ექიმებს, რომლებმაც თანხა გადმორიცხეს. ჩემთვის არის ძალიან ლოგიკური. ზოგადად, ლაპარაკი ექიმებზე, სხვათა შორის სტალინის დროს იყო ხომ ექიმების საქმე.
თუ ვინმე იმისთვის შემოვიდა, რომ მერე თქვას და დაწეროს, რომ არ მიჭერს მხარს და შექმნას პრობლემა, ესეც არ გამიკივირდება,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი