

„ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ერთი ძლიერი გუნდით ვიბრძოლოთ ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის რჩება თავისი პრინციპების ერთგული, – აღნიშნა სოზარ სუბარმა რუსთავში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, – ეს პრინციპები შეიძლება იყოს დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, შეიძლება იყოს ზოგჯერ დაპირისპირებული ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ის ყოველთვის დგას ქვეყნის სამსახურში.
არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას ერთი წუთით ამ პრინციპისთვის ეღალატოს. ქალბატონი სალომე იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველანი ერთად, დარწმუნებულები ვართ, რასაც ვაჩვენებთ კიდევაც 28 ოქტომბერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ასეთი ადამიანი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი? სწორედ იმიტომ, რომ ეს ადამიანი შეძლებს იმ ერთიანობის შეგრძნების შემოტანას ქართულ საზოგადოებაში, რაც ასე ძალიან გვაკლია და რაც ასე ძალიან გვიჭირს – კრიტიკული, როცა საჭიროა, მაგრამ ერთიანი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ყველა ვხელმძღვანელობთ და რომლითაც ყველა ვმოქმედებთ, როცა საქართველოს სჭირდება“.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი