
2018 წლის 5 ოქტომბერს, „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის(ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის“ დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის შეთანხმება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა.
შეთანხმება ითვალისწინებს 255,297,000 ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევსა და უბისას შორის 12-კილომეტრიანი, ორმხრივი 4-ზოლიანი გზის მშენებლობისთვის.
ზემოაღნიშნული 12-კილომეტრიანი მონაკვეთი, წარმოადგენს რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთს.
რთული გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 35 ხიდისა (ჯამური სიგრძით 8.3 კმ) და 20 გვირაბის (ჯამური სიგრძით 9.4 კმ) მშენებლობა.
ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღნიშნულ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას, მგზავრობისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის შემცირებას, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. ამასთან, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის განვითარებაზე.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტი, სავარაუდოდ, 2024 წლის ივნისში დასრულდება.
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ