წიფის საჯარო სკოლის პედაგოგს ლამარა ლომსაძეს ვულოცავთ ნანატრი შვილიშვილი, ანა ლომსაძის, დაბადებას. ვუსურვებთ პატარა ანას ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერ მომავალს და ღირსეულ ქართველ ქალად აღზრდას.

წიფის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

 

ჩვენს უფროს ძმას მურადი ჩადუნელს ვულოცავთ  მეექვსე შვილიშვილის შეძენას. ვუსურვებთ ახალგაზრდა მშობლებს გურამსა და იაკოს პირველი შვილის ნიაკოს გაზრდას, ჯანმრთელობას, კარგ ქართველ ქალობას, ულევ სიხარულს და ღვთის მფარველობას.

და ნანული, ძმები ზურაბი და გოჩა ჩადუნლები ოჯახებით

 

ვულოცავ დავით და ბესიკო კალანდაძეებს დაბადების დღეს. იყავით ჯანმრთელები და ბედნიერები თქვენს მშობლებთან ერთად

ბებია მაგული, ბიძა კახაბერ კალანდაძე ოჯახით

 

დაბადების დღეს ვულოცავთ თათია კალანდაძეს. ვუსურვებთ ხანგრძლივ და ბედნიერ მომავალს, გფარავდეს ღმერთი.

ბებია გულნაზი, დეიდა ნანა, ბიძა დათო, ბიძაშვილები თემური და სანდრო თაბუკაშვილები

 

ჩემს უსაყვარლეს შვილიშვილებს ელენე ტალახაძეს და მარი თეთრაძეს ვულოცავ დაბადების ულამაზეს დღეს. ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ ჯანმრთელობას. უფლის მადლი და ძალა გფარავდეთ თქვენს საყვარელ მშობლებთან ერთად.

თქვენი ბებო ნუშა ტალახაძე

 

ვულოცავთ ჩვენს საუკეთესო მეზობელს ეთერ (მარიკა) ზიბზიბაძეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას თავის საყვარელ ქმარ-შვილთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მუდამ ფარავდეს უფლის კალთა.

რუსიკო კუპრაძე ოჯახით

 

ვულოცავთ ნანა კიკნაძეს და გია თავზარაშვილს შვილების პაკოსა და გვანცას ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალშეუღლებულებს ჯანმრთელობას, ღვთის წყალობას, მომრავლებას და ბედნიერ ცხოვრებას.

ნინო, ქეთინო, თამრიკო, ტატო თავზარაშვილები ოჯახებით

 

ვულოცავთ ჩვენს უსაყვარლეს ბებოს ქეთევან ჩაჩანიძეს დაბადების 100 წლის იუბილეს. გვიხარია და გვეამაყება, რომ არსებობ, ქეთო ბებო. დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ დიდხანს იცოცხლო და გაალამაზო ჩვენი ცხოვრება.

შვილთაშვილიშვილები: გიორგი, მარიამ, გვანცა ჩაჩანიძეები, დავით და ანა მაჭავარიანები

 

დაბადების 100 წლის იუბილეს ვულოცავთ სოფელ ხიდარში მცხოვრებ უხუცეს ადამიანს, ჩვენი უბნის მემატიანეს, ქართველი ქალის ყველა ღირსების მატარებელ ქალბატონ ქეთევან ჩაჩანიძეს.

ჩვენო საყვარელო ქეთევან, შენ 100 წელი იცხოვრე ამ ქვეყანაზე და უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილებით მუდამ ჩვენს გვერდით დგახარ. შენგან ვისწავლეთ, როგორი უნდა იყოს ღირსეული დედა, მეუღლე, დედამთილი, მოსიყვარულე ბებია.

გისურვებთ კიდევ მრავალი წელი შერჩენოდეს შენი ცხოვრების კალენდარს. იხარე შენს ოთხ თაობასთან ერთად. ღმერთი იყოს შენი და შენი დიდი ოჯახის მფარველი.

მეზობლები

 

ვულოცავთ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ვერა ოდიკაძეს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. ვუსურვებთ წარმატებებს ცხოვრებაში.

მარელისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი ნინო ცისკაძე

 

ვულოცავთ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის წარმატებით გადალახვას იზოლდა ოკრიბელაშვილს. ვუსურვებთ მას შემდგომ წარმატებებს.

ბაზალეთის საჯარო სკოლის კოლექტივი

 

ვულოცავთ მერაბი ტალახაძეს ბედნიერებას. ვუსურვებთ მეუღლესთან, ვერიკო ბარბაქაძესთან, ერთად ულევ სიყვარულს, სიხარულს, ლამაზი ქართული ოჯახის შექმნას და შვილთა სიმრავლეს.

მოლითის ტერიტორიული ორგანოს, ბიბლიოთეკისა და დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები

 

ვულოცავთ ღირსეულ ხარაგაულელს, ყველასათვის საყვარელ პიროვნებას, თავისი საქმის უბადლო სპეციალისტს, ძვირფასი ოჯახის მამას და მეუღლეს ზაზა ლურსმანაშვილს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, წარმატებებს, ულევ სიყვარულსა და სიხარულს კეთილის მსურველ ადამიანებთან ერთად. მუდამ ფარავდეს უფლის მადლი თქვენ საყვარელ ოჯახს.

ივ. აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრის თანამშრომლები

 

დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს საყვარელ თანამშრომელს გიორგი ჭიპაშვილს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, საუკეთესო მომავალს თავის საყვარელ დედიკოსთან და დედმამიშვილთან ერთად. ღვთის წყალობა და სიხარული არ მოგკლებოდეთ.

ივ. აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრის თანამშრომლები

 

ვულოცავთ ჩვენს თანამშრომელს მზევინარ ბოგვერაძეს ბედნიერებას. ვუსურვებთ მეუღლესთან აჩიკო ოქრომჭედლიძესთან ერთად ლამაზი ქართული ოჯახის შექმნას და შვილთა სიმრავლეს.

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის თანამშრომლები

 

ვულოცავთ ნინო ლურსმანაშვილსა და ალეკო ავალიშვილს პირველი შვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა დავითს ჯანმრთელობას, სიხარულს და უღრუბლო ზეცას.

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის თანამშრომლები