
„ხარაგაულის ქრონიკების“ მეორე შესწორებული გამოცემა ხელმომწერთა დაკვეთით გახდება შესაძლებელი. ქუთაისის გამომცემლობა „ხომლი ენ“-ის ფინანსურ მენეჯერ, ქალბატონ ნ. ჭანტურიას დაანგარიშებით, ერთი წიგნის ფასი, იმ შემთხვევაში, თუ 500 ხელმომწერი გვეყოლება, 20 ლარი იქნება. თუ 500-ზე მეტმა გამოთქვა წიგნის შეძენის სურვილი, ღირებულება შემცირდება, ხოლო თუ ხელმომწერთა რიცხვი 200 ან 300 იქნება, მაშინ – შესაბამისად, წიგნის ფასი მოიმატებს. მაგალითად, თუ 300 ხელმომწერი გვეყოლება, ერთი წიგნი 25 ლარი დაჯდება.
რედკოლეგია იმედს გამოთქვამს, რომ „ხარაგაულის ქრონიკების“ მეორე გამოცემას 500 ხელმომწერი მაინც ეყოლება. ამიტომ ვაცხადებთ, რომ ერთი წიგნის ფასი 20 ლარი იქნება.
წიგნის შეძენის მსურველებს აღნიშნული თანხის (20 ლარი) მიტანა და წიგნის გამოწერა შეუძლიათ ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მისამართზე სოლომონ მეფის ქ. #50, დირექტორის მოადგილე ქალბატონ ნანა ლურსმანაშვილთან (ტელ.: 593 73 17 59). სკოლებისა და სხვადასხვა სამსახურების, საკრებულოების ხელმძღვანელებს ვთხოვთ, თავიანთ სამსახურებში ერთად შეაგროვონ თანხა და ბიბლიოთეკაში სიით წარადგინონ.
„ხარაგაულის ქრონიკების“ მეორე გამოცემა იქნება გადამუშავებული. გასწორდება ყველა ხარვეზი, რაც პირველ გამოცემაში გაიპარა. დაემატება მასალები ისტორიულ-გეოგრაფიულ დახასიათებას, დაიხვეწება რუკები, სადაც წამოჩინდება თითქმის ყველა საფორტიპიკაციო ნაგებობა, ტაძრები. დაემატება სოფელ ამაშუკეთის ისტორია, ალექსანდრე დიუმას ჩხერიმელას ხეობაში მოგზაურობის ისტორიის ანალიზი, უფრო სრულად წარმოჩინდება და ფოტოებით შეივსება თეატრის ისტორია, დაემატება პრესის, ბიბლიოთეკის ისტორიის ქრონიკები და სხვ.
მოკლედ, 50 გვერდი ემატება და სულ 570 გვერდიანი წიგნი გვექნება.
იმედი გვაქვს, ჩვენს შრომას შეაფასებთ და წიგნის ფართო ტირაჟით გამოცემაში მხარს დაგვიჭერთ.
უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით, წიგნის მთავარი რედაქტორი
ზეინაბ ბუაჩიძე
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ