სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დაასრულა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიდევ ორი სოფლის თეთრაწყაროსა და საღანძილეს ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ორივე სოფელში, ჯამში, 347 ახალი ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდა. კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ კი დაახლოებით 129 ათასი ლარი შეადგინა.გამრიცხველიანებისა და ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 5 სოფლის გამრიცხველიანება იყო დაგეგმილი. სოფელ ზარანში (84 აბონენტი) და ბაზალეთში (365 აბონენტი) სამუშაოები გასულ კვირას დასრულდა, ხოლო მიმდინარე კვირაში სოფლები თეთრაწყარო (196 აბონენტი) და საღანძილე (151 აბონენტი) გამრიცხველიანდა. საერთო ჯამში, ორივე სოფელში დაახლოებით 18 800 მეტრი სადენი და 330 ხისა და რკინა-ბეტონის საყრდენი შეიცვალა.
გამრიცხველიანება ამჟამად სოფელ ჩხერში მიმდინარეობს, სადაც დაახლოებით 270 აბონენტი უნდა გამრიცხველიანდეს.
2011 წელს იმერეთის რეგიონში უკვე 17 და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 7 სოფელი გამრიცხველიანდა და 9109 მრიცხველი დამონტაჟდა. საერთო ჯამში, 2011 წლის პირველ ნახევარში იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში 31 სოფლის გამრიცხველიანებაა დაგეგმილი.