29-30 სექტემბერს საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება.
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში 29 სექტემბერს ამ დღეების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
ევროკომისიის ინიციატივით, 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლადაა გამოცხადებული. ევროპის მემკვიდრეობის დღეების პროგრამის წლევანდელი თემა გახლავთ „კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი – გაზიარების ხელოვნება“.
ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებს ღონისძიებაში ჩართვა შესთავაზა. ხარაგაულის #3, საღანძილის, მარელისის, ბაზალეთის, ლეღვანის საჯარო სკოლებმა და სასულიერო გიმნაზიამ მუზეუმის ეზოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და სამზარეულოს ნიმუშები წარმოადგინეს. მათ ყურადღება საქართველოსა და ევროპული ქვეყნების დღევანდელ ურთიერთობებზე გაამახვილეს.
საფრანგეთის შესახებ ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს, იტალიის შესახებ – ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ესპანეთის ისტორია და კულტურა შეკრებილი საზოგადოების წინაშე მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს, საბერძნეთი ხარაგაულის გიმნაზიელებმა, ხოლო დიდი ბრიტანეთი საღანძილის სკოლის მოსწავლეებმა გაგვაცნეს.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მოწყობილმა კუთხემ. მათ რუმინეთში საქართველოსა და ხარაგაულის „ელჩზე“, ჩვენი ქვეყნის დიდ გულშემატკივარ ზაირა სამხარაძეზე ისაუბრეს.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და ევროპული ღირებულებების მატარებელი. ბედუკუღმართმა ისტორიამ ევროპას დაგვაშორა, ხოლო მეოცე საუკუნეში ჩატეხილი ხიდის აღდგენა დაიწყო, რაც საქართველოს ევროკავშირში შესვლით უნდა დასრულდეს.
დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ევროკავშირის წევრი 12 ქვეყნის ბონისტიკისა და ნუმიზმატიკის ნიმუშების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მუზეუმში ერთ თვეს გასტანს.
მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი