

ბარელიეფი არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“„ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით, პროექტის „გენდერული თანასწორობის საბჭოები და გარემოსდაცვითი პრობლემები“ ფარგლებში შექმნა.
ბარელიეფის ავტორი ხარაგაულელი გია მეიფარიანია, რომელიც ამ დრომდე საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა.
ღონისძიებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა, ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დირექტორმა ცისანა ჭიპაშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელს ხათუნა მანჯავიძესა და ბარელიეფის ავტორს ხარაგაულის გალამაზებისათვის. გამომსვლელებმა ისურვეს, რომ ეს ბარელიეფი ხარაგაულის გაფერადებისა და გალამაზების დასაწყისი ყოფილიყოს.
ეს პროექტი გარემოს დაცვითი მიმართულებით გენდერულ საბჭოს გააქტიურებას გულისხმობდა, – აღნიშნა შეხვედრაზე ხათუნა მანჯავიძემ, – პროექტის ფარგლებში, გენდერულ საბჭოსთან ერთად, რამდენიმე აქტივობა განვახორციელეთ; მათ შორის – ეს ბარელიეფი. მასში მნიშვნელოვანი აზრია ჩადებული. უკანა ფონზე ნაჩვენებია ის ცვლილებები, რაც გვსურს გაკეთდეს გარემოს დასაცავად: ალტერნატიული ელექტროენერგიის წყაროები, წყლის დაბინძურების აღმოფხვრა, უსაფრთხო ტრანსპორტი, გამწვანებული გარემო; ხოლო წინა პლანზე გამოსახულია ქალი, რომელსაც გარემოზე ზრუნვის მიმართულებით საზოგადოებაში მთავარი როლი ეკისრება“.
ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, „ქალთა ფონდი“ და ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ გარემოსდაცვით პროექტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც ახორციელებს. ამ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას ოქტომბერში გააცნობს.
თამთა გოგოლაძე
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული