

23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში, ხარაგაულში სამაგიდო თამაშების ჩემპიონატები მიმდინარეობს.
ამ წუთებში ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ნარდის ჩემპიონატი მიმდინარეობს. შეჯიბრებაში 24 მონაწილე ჩაერთო.
ხვალ, 27 სექტემბერს, 11:00 საათზე ხარაგაულის სპორტული დარბაზი დომინოს, ხოლო 28 სექტემბერს მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატებს უმასპინძლებს.
23 სექტემბერს გამართულ ჭადრაკის ჩემპიონატში პირველი ადგილი ნიკალაი ბუაჩიძემ, მეორე ადგილი სოსო მელქაძემ, ხოლო მესამე ადგილი გია თავზარაშვილმა დაიკავეს.
ხარაგაულში ევროპის სპორტული კვირეული სპორტისა და ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) ორგანიზებით ტარდება.
„ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით. კვირეულში საქართველო წელს პირველად ჩაერთო.
თამთა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,