

ამ წუთებში შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ზესტაფონის კლინიკის ექიმები ხარაგაულში, სოფელ ბაზალეთში, სამედიცინო აქციას მართავენ.
სამედიცინო შემოწმება უკვე ოცზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.
ბაზალეთში იმყოფებიან გინეკოლოგი თამაზ აბესაძე, ბავშვთა ქირურგი და ზოგადი ქირურგი გურამ ალხაზიშვილი, უროლოგი გიზო კუპატაძე, კარდიოლოგი ნატო ქაჯაია, ნევროლოგი მაკა ფერაძე, ოტორინოლარინგოლოგი ლია ებანოიძე.
მოქალაქეებს გინეკოლოგიური და კარდიოლოგიური ექოსკოპიური გამოკვლევები უტარდებათ.
ამ სამედიცინო აქციის მიზანი, ზესტაფონის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ადმინისტრაციის მენეჯერის, ლარისა დვალის ინფორმაციით, დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობის დანიშვნაა.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ოპერაციას საჭიროებს და ოპერაციის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ჩატარების სურვილს გამოთქვამს, დოკუმენტაციას ექიმები ადგილზე შეაგროვებენ. საყოველთაო ჯანდაცვიდან დაფინანსების შემდეგ კი მოქალაქეს ამის შესახებ აცნობებენ.
შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ სამედიცინო აქციებს ზესტაფონსა და ხარაგაულში პერმანენტულად ატარებს. მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაიმართება.

„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის