

საქართველოს საჯარო სკოლებში დღეს, 17 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სწავლა ოცდახუთივე საჯარო სკოლაში დაიწყო. სწავლას 2 163 მოსწავლე შეუდგა. მათგან 176 პირველკლასელია.
საზეიმო ღონისძიებებს ხარაგაულის #3 და #2 საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე, მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე შეუერთდნენ.
მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყება. I-VI კლასებში ეროვნული სასწავლო გეგმა შეიცვალა, სკოლების ვაუჩერული დაფინანსება და მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება.
ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების დირექტორებმა ვალერი გოგნაძემ და მარინე ხვედელიძემ გასული სასწავლო წელი შეაჯამეს. პირველკლასელებს ბუკები, ხოლო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში, სარემონტო სამუშაოების გამო, სწავლა 24 სექტემბერს დაიწყება.
ფოტოებზე: საზეიმო ღონისძიებებზე ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლებში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,