საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ღორეშა-ბაზალეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისათვის  საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესასყიდად ელექტრონული ტენდერი (სატენდერო განცხადების ნომერი – SPA180007433) გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 196 ათასი ლარია. სატენდერო წინადადებების მიღების ვადა 2018 წლის 18 სექტემბერს დასრულდება.

დასაპროექტებელი ობიექტი წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას, მდებარეობს მთაგორიან რელიეფზე და გადის ნაწილობრივ დასახლებულ ტერიტორიაზე. საავტომობილო გზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 10 500 მ-ს , სიგანე 6-8 მ. საავტომობილო გზა არის გრუნტის, არ გააჩნია კიუვეტები და ნალექების დროს წყალი მიედინება სავალ ნაწილზე, რის გამოც ხდება წარეცხვები და ეროზიული მოვლენები. საპროექტო გზა კვეთს ღელეს, სადაც არსებული მეტალის ხიდი ამორტიზირებულია.