

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ინსპექტირება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია.
ავტომობილი მოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწმობილობა.
ტექნიკური ინსპექტირების გავლა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსებულ ინსპექტირების ცენტრებში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მათ მიმართ გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქციები.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის საინფორმაციო ხელშეწყობის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შექმნილია ცხელი ხაზი (1484), რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 09.00 – დან 18.00 სთ-მდე.
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის