

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 62 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული. წამლობა თერმული ნისლის გამოყენებით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მიმდინარეობს.
პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა, რომელსაც წამლობის დაწყებამდე რეკომენდაციები გააცნეს.
ტერიტორიების ქიმიური საშუალებით დამუშავება მომდევნო დღეებში ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც დაიწყება. გარდა წამლობისა, მავნებლის რაოდენობის შესამცირებლად გურიაში 6 000-ზე მეტი ფერომონია განთავსებული.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,