

შიში, უიმედობა, დეპრესია – ამ პრობლემების დაძლევა გაცილებით ადვილია მაშინ, როდესაც შენს გვერდით თანამოაზრეები ჩნდებიან, ინფორმაციას გაწვდიან, სწორ მიმართულებას გაძლევენ, გამოსავლის ძიებაში გეხმარებიან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების გაძლიერება, მათი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამით შშმ ბავშვთა უნარ-ჩვევები გაუმჯობესდება და საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვლება.
ახლახან ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ პროექტში – „ჩვენ აქ ვართ“- ჩართულმა შშმ პირთა მშობლებმა, ზესტაფონის დღის ცენტრ „ორიონის“ ხელმძღვანელ ჟანა ფერაძესთან და ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ დამფუძნებელ რუსუდან გურგენიძესთან ერთად, მშობელთა კომიტეტი შექმნეს, სამოქმედო გეგმა და ერთობლივი ღონისძიებები განსაზღვრეს. მშობელთა კომიტეტის საქმიანობა მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც იქნება, რომ მომავალში შშმ პირთა მშობლებს მისცემენ გზას და ეტყვიან, რომ ისინი მარტო არ არიან.
ზესტაფონში მოქმედი დღის ცენტრი „ორიონი“ 2004 წლიდან მშობელთა გაძლიერებაზე, ბავშვების უნარების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე ზრუნავს. „ორიონის“ ხელძღვანელი ჟანა ფერაძე ამბობს, რომ ცენტრის საქმიანობისადმი იმ პერიოდში, საზოგადოებისა და მშობლების მხრიდან მიმღებლობა, ფაქტობრივად, არ იყო. მშობლებს ისე ჰყავდათ შვილები ჩაკეტილი, რომ უახლოესმა მეზობლებმაც კი არ იცოდნენ, ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი თუ ცხოვრობდა.
დიდი შრომის შედეგად „ორიონმა“ ნდობა მოიპოვა. ჟანა ფერაძე მიიჩნევს, რომ წარმატების გასაღები მშობლის რწმენაშია. თავად მშობელი უნდა დარწმუნდეს, რომ მის შვილს საწოლის გაასწორება, საკუთარი ხელით ჭამა, ეზოში გასვლა, თამაში, ხელობის დაუფლება შეუძლია.
-ზესტაფონში 350 ეტლი ჩამოვიტანეთ და შშმ ბავშვებს თეატრის დარბაზში გადავეცით, – ამბობს ჟანა ფერაძე, – ღონისძიებაზე ეტლით მოსარგებლე ვაჟმა და ჩემმა ქალიშვილმა „ყვავილების ცეკვა“ შეასრულეს. მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა. დაუვიწყარი იყო ის მომენტი, როცა „ნავსი გავტეხეთ“ და შშმ ბავშვები საზოგადოებაში გამოვიყვანეთ.
რით არის ჩვენი ორგანიზაცია „ორიონი“ ძლიერი? იმით, რომ მშობლებმა თავიანთი შვილების შესაძლებლობები ირწმუნეს. დედამ დაინახა, რომ მისი შვილი ამღერდა, ცეკვა ისწავლა, საკუთარი თავის მოვლა დაიწყო.
შშმ პირების მიმართ სიბრალული ჩვენი დიდი დანაშაულია. წლების მანძილზე რაც წამიკითხავს და რა გამოცდილებაც დამიგროვდა, ვიცი, რომ შებრალება არ ამართლებს. ვერ წარმოიდგენთ, შშმ ბავშვი ისეთ საოცარ უნარებს გამოამჟღავნებს. მთავარია, საკუთარ შვილში აღმოაჩინო გარკვეული უნარი, რომელიც მას აქვს და მის განვითარებაში ხელი შეუწყო.
„ორიონის“ აღსაზრდელთა მშობლებს ვთხოვე, რომ შვილების მაგივრად არ ემოქმედათ. ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთის დედა მოვიდა და მითხრა, მე მეგონა მაგარი დედა ვიყავი და თურმე ჩემს შვილს ვამცირებდიო. შვილს დედისთვის უთქვამს, ახლა ვიგრძენი ადამიანი რომ ვარ, საწოლი ჩემით გავასწორეო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებმა სახელმწიფო პროგრაებისა და სერვისების შესახებ სრულყოფილად იცოდნენ. ჯანდაცვის სამინისტრო რეაბილიტაციის, სუბსიდირებისა და დასაქმების, პროფესიული უნარების განვითარებისა და დღის ცენტრების პროგრამებს აფინანსებს. პროფესიულ სასწავლებლებში შშმ პირთა უნარებს შეაფასებენ და ამის მიხედვით კულინარიას, ჭრა-კერვას, კომპიუტერს ასწავლიან. სწავლება ონლაინ კურსითაც შეიძლება.
ყველაფერი სტატუსის მინიჭებით იწყება. ამიტომ მშობელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არსი, მინიჭების ვადები და წესები კარგად უნდა იცოდეს. ზოგი მშობელი სტატუსს, როგორც იარლიყს, ისე უყურებს. შშმ პირისთვის სტატუსი სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად აუცილებელია.
პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა შშმ პირებისთვის უფასოა. პროფესიის დაუფლების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო შშმ პირებს სუბსიდირებისა და დასაქმების პროგრამას სთავაზობს. შშმ პირის დასაქმების შემთხვევაში, სახელმწიფო მეწარმეს 6 თვის მანძილზე ყოველთვიურად 500 ლარს უხდის. სამაგიეროდ, მეწარმემ ადაპტირებული გარემო უნდა შექმნას. მთავარია ვიცოდეთ, რა გავაკეთოთ და ვის მივმართოთ.
მშობელთა კომიტეტის მიერ პირველ შეხვედრაზე ათამდე საჭიროება განისაზღვრა. პრობლემებს მშობლები შემდგომ შეხვედრებზე პროგრამის სახით ჩამოაყალიბებენ და ადგილობრივ თვითმმართველობას 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებას მოსთხოვენ.
შშმ პირთა მშობლები ხარაგაულში შემდეგი პრობლემების მოგვარებას ითხოვენ:
ა/ო-ის „ნაბიჯი ხარაგაული“ დამფუძნებელი რუსუდან გურგენიძე ამბობს, რომ შემდგომ შეხვედრებზე მშობელთა კომიტეტი საჭიროებებს კიდევ ერთხელ გადახედავს და პროექტს მერიასა და საკრებულოში წარადგენს.
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის