

იმერეთის რეგიონის ცამეტი წარჩინებული მოსწავლე, მათ შორის ხარაგაულიდან საბა ებანოიძე, ლატვიაში ვიძემეს რეგიონში მიემგზავრება.
5-დან 12 სექტემბრის ჩათვლით იმერეთის დელეგაცია ლატვიაში ვიზიტისას რიგასა და რამდენიმე ქალაქს ესტუმრება. მოსწავლეები ლატვიის საგანმანათლებლო სისტემასა და ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.
14-დან 16 წლამდე ასაკის წარჩინებული მოსწავლეები ინგლისური ენის ცოდნის მიხედვით შეარჩიეს. საბას უპირატესობა იმ კუთხითაც მიანიჭეს, რომ ის პროექტის – „ერთი დღით მუნიციპალიტეტის მერად“ – გამარჯვებულია.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძე იმედოვნებს, რომ ლატვიაში ვიზიტი მისი მომავლისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და სასარგებლო იქნება.
იმერეთისა და ვიძემეს რეგიონები 2016 წელს დამეგობრდნენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ამ დრომდე სხვადასხვა სახის ღონისძიებები განხორციელდა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში