
ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ხარაგაულის გაცნობა ისტორიული მუზეუმიდან დაიწყო.
მუზეუმში დაცულ ექსპონატებთან ერთად ელიზაბეთ რუდი გაეცნო ფოტოგამოფენას „ქართული დიასპორა ამერიკულ პრესაში“. ეს გამოფენა საქართველოში პირველად ხარაგაულის მუზეუმში გაიხსნა. უნიკალური მასალები კინორეჟისორმა და დოკუმენტალისტმა რამაზ ბლუაშვილმა ამერიკაში მოიპოვა და შეაგროვა.
ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა აღნიშნა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, თუ როგორი მნიშვნელოვანია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები.
ელიზაბედ რუდმა ხაზი გაუსვა კავკასიაში პირველი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, დაფუძნებას. ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს ელჩმა ამერიკის ეროვნული პარკების შესახებ გამოცემული წიგნი გადასცა.
„ძალიან მიხარია, რომ ადგილობრივი საზოგადოება ძალისხმევას არ იშურებს და ზრუნავს ამ რეგიონის უნიკალურ კულტურასა და ბუნებრივ სილამაზეზე,“ – აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა მუზეუმში სტუმრობისას.
დღესვე, 14:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში რამაზ ბლუაშვილის ფილმის „სიმღერა“ პრემიერა გაიმართება. ფილმი „ჩაკრულოს“კოსმოსში გაშვების ისტორიასა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ეძღვნება.
დღის ბოლოს ელიზაბეთ რუდი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გიორგი (ჟორა) ბლუაშვილს შეხვდება.
დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები ტელეკომპანია „ფორმულას“
პოლიციამ დღეს, 20 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ უკვე მეორე ჟურნალისტი,
ხარაგაულის გიმნაზიაში ამ სკოლის ისტორიის ამსახველი წიგნის –
30-ზე მეტი მედიაორგანიზაცია ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას
ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 18 ოქტომბერს,