

ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე საგაზაფხულო სამუშაოების აგროვადებში ჩასატარებელ ღონისძიებზე 17 თებერვალს იმსჯელეს.
დეპუტატებმა განიხილეს შპს „ხარაგაული 2011“-ისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ინფორმაცია.
შპს „ხარაგაული 2011“-ის დირექტორის, გოჩა მანჯავიძის თქმით, ორგანიზაციას, შექმნის დღიდან, ექვსი ტრაქტორი გადაეცა, აქედან ხუთი – უვარგისი და მათ არცერთი დღე არ უმუშავიათ. სამი ტრაქტორი თვითნებურადაა მიტაცებული სოფელ კიცხში და აღძრულია საქმე. საგაზაფხულო სამუშაოებისთვის შპს „ხარაგაული 2011“-ის კუთვნილი მხოლოდ ერთი სახნავი ტრაქტორია მზადყოფნაში.
ხვნის დასაწყებად ამხანაგობა „იმედი 2012“-ს ოთხი გამართული ტრაქტორი ჰყავს, რომელთაგან ერთს არ აქვს ორი ცალი საბურავი. თანხის გამოჩენისთანავე შეიძენენ საბურავებს. გამართულ მდგომარეობაშია ორი კულტივატორი.
საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ არ გამოდგა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შეძენილი ტრაქტორები. შპს-ს კუთვნილი ამორტიზებული ოთხი ტრაქტორიდან კი მხოლოდ ერთის აწყობა თუ მოხერხდება.
დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ ამორტიზებული ტრაქტორების შესაფასებლად მოიწვიონ აუდიტი და უვარგისი ტექნიკა ჯართად გაყიდონ, ხოლო მიტაცებული ტრაქტორების, ანუ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დასაბრუნებლად, შესაბამის ორგანოებს მიმართონ. საკითხის მოსაკვლევად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ბიუროს წევრთა განცხადებით, ეს პრობლემები დახვნის სეზონის დაწყებამდე უნდა მოგვარდეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, შარშან მოსახლეობისგან საყვედურებს იღებდნენ „ბელორუსის“ მარკის ტრაქტორებზე მისაბმელი გუთანის გაუმართაობის გამო. მისივე ინფორმაციით, წელს შპს „მექანიზატორი“ შეიძენს მისაბმელებს. ამ ორგანიზაციას ოთხი ტრაქტორი დაემატება.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი