

IDFI – აქვეყნებს ანალიზს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხება.
2018 წლის დასაწყისი 7 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემების წინა წლებთან შედარება, ცალსახად, მიმდინარე წელს ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის და გახსნის მაჩვენებლის მკვეთრ გაუარესებაზე მიუთითებს.
თუმცა, სტატისტიკის რაიმე მეთოდოლოგიური ცვლილებების ან სხვა განსაკუთრებული წინაპირობის არარსებობის ფონზე, მოკლევადიან პერიოდში კრიმინოგენური მდგომარეობის და პოლიციის საქმიანობის ამსახველი მონაცემების მკვეთრი გაუარესება მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს განვლილი წლების სტატისტიკის სანდოობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ ვარაუდს მნიშვნელოვნად ამყარებს განვლილ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თანმიმდევრულად სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისგან თავის არიდება და ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს თუ სერთაშორისო საზოგადოებისთვის ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გაცნობა.
IDFI მიესალმება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლიდან, დანაშაულის სტატისტიკის შეუყოვნებლად ყოველთვიურად გასაჯაროების დამკვიდრებულ პრაქტიკას. ამასთან, სტატისტიკური მონაცემების ანალიზის
შედეგად ინსტიტუტი სამინისტროს მოუწოდებს:
იხილეთ ანალიზი სრულად აქ: https://bit.ly/2NtJUMI
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის