დოღი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში 1989 წლიდან იმართება, ხოლო ქართული ჭიდაობის ტურნირი – 1991 წლიდან. ქართული ჭიდაობის ტურნირი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აწ გარდაცვლილი რეინჯერის, მერაბ არევაძის, სახელს ატარებს.

ქართული ჭიდაობის ტურნირში 90 მოჭიდავე მონაწილეობდა. შეჯიბრება სამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა. ტურნირში ჩაერთვნენ ხარაგაულის, ხევის, ბორითის, ზვარეს, ვახანის ძიუდოს სექციის მოჭიდავეები, სპორტსმენები ხაშურიდან, ზესტაფონიდან და თბილისიდან.

დოღში 17 ახალგაზრდა მონაწილეობდა. პირველ ადგილზე ვახანელი გოგა ფერაძე გავიდა, მეორეზე – ზვარელი მერაბ თიკანაშვილი, მესამე ადგილი საღანძილელ გიორგი არევაძეს ხვდა წილად.

პრიზიორებს მერიის სამსახურმა მათი ცხენებისთვის ქერი გადასცა (შესაბამისად, 150 კგ., 100 კგ. და 50 კგ).

ვახანში გზის მშენებელი ორგანიზაციის შპს „ბურჯის“ წარმომადგენელმა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ზესტაფონელი მოჭიდავე ფრიდონ შარიქაძე და დოღში გამარჯვებული გოგა ფერაძე 50-50 ლარით დააჯილდოვა.

დოღისა და ჭიდაობის ტურნირის ორგანიზატორები არიან ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და სოფლის აქტივისტები; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (უფროსი ირინე ჩხეიძე) და სპორტისა და ტურიზმის ცენტრი (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ატარებენ.