

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში დღეს, 23 აგვისტოს, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
როგორ დავარეგისტრიროთ საკუთარი ბიზნეს იდეა და რას მიენიჭება წელს პრიორიტეტი, ამის შესახებ ბიზნესის განვითარების ოფიცერი ჭაბუკი ჭეიშვილი პროგრამით დაინტერესებულ ხარაგაულელებს ესაუბრა.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება მეწარმე სუბიექტს, რომელიც პირველად ერთვება პროგრამაში. ასევე მეწარმეებს, რომელებმაც ერთხელ უკვე მიიღეს ამ პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა და სურთ საკუთარი ბიზნესის გაფართოება.
ჭაბუკი ჭეიშვილის, ინფორმაციით, ბიზნეს იდეების რეგისტრაცია 20 აგვისტოდან დაიწყო 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„წელს პრიორიტეტი მიენიჭება არასასოფლო-სამეურნეო, ინოვაციურ ბიზნეს იდეას, მეწარმე ქალებსა და სიცოცხლისუნარიან ბიზნესებს. პროგრამის ხანგრძლივობა 14 თვეა. ბიზნეს იდეის გამარჯვების შემთხვევაში დაფინანსება მოხდება განაცხადის შევსებიდან 6 თვეში. პროგრამის ახალი ბენეფიციარის თანამონაწილეობის წილი მთლიანი დაფინანსების 20%-ია, ხოლო უკვე არსებული ბიზნესის გაფართოების შემთხვევაში თანამონაწილეობის თანხა – 50%-ს შეადგენს,“ – ამბობს ჭაბუკი ჭეიშვილი.
პროგრამით დაინტერესებულმა მეწარმემ საკუთარი ბიზნეს იდეა ვებგვერდზე www.qartuli.ge უნდა დაარეგისტრიროს.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა თბილისისა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2015-2018 წლის მონაცემებით, მხარდაჭერილია 5 313 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 50 მლნ ლარამდე შეადგენს. თანადაფინანსების სახით გაიცა 22 949 474 ლარი, სადაც 8 412 ბენეფიციარი/მოსარგებლეა.
თამთა გოგოლაძე
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული