

2006 წლის აპრილიდან 2014 წლის მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობების შეცვლის ვადა 2019 წლის 1 მარტამდე გადაიწევს. შესაბამისი ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის. მოქმედი კანონით, ამ კატეგორიების მართვის მოწმობებს ვადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე აქვთ.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღეის მდგომარეობით გაცემულია 481 000 ზემოაღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა, ამათაგან 263 700 მართვის მოწმობას მოქმედების ვადა 2018 წლის 1 სექტემბერს გასდის.
ამ რაოდენობის მართვის მოწმობების შეცვლა, პირველ სექტემბრამდე, პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, მომსახურების სააგენტოში არსებული რესურსით, მაქსიმუმ 2 800 მართვის მოწმობის შეცვლაა შესაძლებელი. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის მოწმობის შეცვლამდე პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.
მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის