

ხარაგაულის „სათნოების სახლის“ ერთი ბენეფიციარის კვებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დღეში 1.50 ლარი იხარჯება. საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი თხელიძე ამ თანხას არასაკმარისად მიიჩნევს.
ამის შესახებ მან დღეს, 20 აგვისტოს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
„მერია ააიპ-ების რეორგანიზაციით ბიუჯეტში 180-200 ათასი ლარის დაზოგვას გვპირდებოდა. ველოდი, რომ დაზოგილი თანხა დამატებით სოციალურ პროგრამებს მოხმარდებოდა, თუმცა იმედი გამიცრუვდა,“ – ამბობს გივი თხელიძე.
დღესვე დეპუტატებმა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის (თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) მუშაობის ანგარიში მოისმინეს.
ამ ანგარიშში დეტალურადაა განხილული ის საქმიანობა, რომელიც კომისიამ ადგილობრივი ბიუჯეტის 2018 წლის პროექტზე მუშაობისას გასწია.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შეიმუშავა და მერიას საბიუჯეტო შენიშვნები წარუდგინა, ამ შენიშვნების გათვალისწინების რეკომენდაციით.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განიხილავდა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტებს. საბიუჯეტო ცვლილებებს, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის საჭიროება იწვევდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ კომისიამ განიხილა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ააიპ-ებისა და სამსახურების შესახებ და მერიას ღონისძიებების გატარების რეკომენდაციით მიმართა.
ვრცლად საკრებულოს ამ ორი კომისიის მუშაობის შესახებ გაზეთში „ჩემი იმერეთი“ გაგაცნობთ.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების მუშაობის ანგარიშებს დეპუტატები ხარაგაულის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 3 სექტემბერს, განიხილავენ.
თამთა გოგოლაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი