

მოსწავლეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფის პროგრამას 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში კვლავ განათლების სამინისტრო განახორციელებს.
ამჟამად საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო რესურსცენტრებიდან დოკუმენტაციას ელოდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში მოქმედი საჯარო სკოლებიდან წარდგენილ მოთხოვნებს, მოსწავლეთა ტრანსპორტირების თაობაზე, განათლების სამინისტროში ხვალ, 17 აგვისტოს, გადააგზავნიან.
ამჟამად ხარაგაულში 25 საჯარო სკოლას ტრანსპორტი 102 მიმართულებით ემსახურება. ხარაგაულის სკოლების დირექციებს მარშრუტების გაზრდა სურთ. რამდენად დააკმაყოფილებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სკოლების მოთხოვნებს, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გვეცოდინება.
მომავალი, 2019 წლიდან, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,