

ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში (დირექტორი ლალი ალექსიძე) დღეს, 16 აგვისტოს,სპეციალურად ლატვიელი სტუმრებისთვის ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების კონცერტი გაიმართა.
ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლასთან არსებულმა ბენდმა კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად პოპულარული საესტრადო სიმღერები შეასრულეს. სტუმართა თხოვნით საცეკვაო მელოდიებიც აჟღერდა.
ქალაქ ლიმბაჟის თეატრის რეჟისორმა ინტა კალნინამ კონცერტის შემდეგ აღნიშნა, რომ ქართული მუსიკა განსაკუთრებული ენერგიით გამოირჩევა და ხარაგაულელებმა მაყურებლამდე ეს ემოცია საოცარი სითბოთი მიიტანეს.
ქალაქ ლიმბაჟის თეატრალური დასი ხარაგაულში 15 აგვისტოს ჩამოვიდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,