

დღეს, 16 აგვისტოს, 18:00 საათზე, ხარაგაულში სტუმრად მყოფი ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის თეატრი სპექტაკლს გამართავს.
„ჩარლის ნათლია“, – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ინგლისში არსებული ერთ-ერთი ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს.
ტრადიციის თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცებს გოგონებთან შეხვედრის უფლება მხოლოდ ნათლიის თანხმობის შემდეგ აქვთ. „საბედისწერო“ დეპეშამ, რომ ნათლია ბრაზილიიდან ვეღარ ჩამოდის, ახალგაზრდები საგონებელში ჩააგდო. თუმცა, მათ გამოსავალი მოძებნეს და მეგობარს ნათლიის როლის შესრულება სთხოვეს. ამასობაში ბრაზილიიდან ნამდვილი ნათლია ჩამოდის. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მაყურებელი თავად ნახავს.
სპექტაკლის რეჟისორია ინტა კალნინა.
სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.
ფოტოზე: სპექტაკლის „ჩარლის ნათლია“ რეპეტიციაზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა