

ზრდასრულთა განათლების ცენტრს ხარაგაულში ა/ო „წიფლარი“ საგრანტო დაფინანსებით ქმნის.
„წიფლარის“ ხელმძღვანელ მანანა ტაბაშიძის ინფორმაციით, ამ ცენტრში მსურველები უცხო ენას, მეფუტკრეობას, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კერვას შეისწავლიან.
ზრდასრულთა განათლების ცენტრში მსურველებს კონკურსით მიიღებენ.
მიწვეულ პედაგოგებს დონორი – სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისი – დააფინანსებს.
ზრდასრულთა განათლების ცენტრისთვის ოთახების გამოსაყოფად „წიფლარის“ ხელმძღვანელმა მანანა ტაბაშიძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა და პოლიციის ყოფილი შენობის პირველი სართულის ათწლიანი იჯარით გადაცემა სთხოვა.
ფართის იჯარით გასაცემად მერს საკრებულოს თანხმობა სჭირდება.
საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილის განმარტებით, საკრებულო ამ საკითხს 3 სექტემბრის სხდომაზე განიხილავს.
ფოტოზე: ხარაგაულის პოლიციის ყოფილი შენობა
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის