

ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის თეატრალური დასის წევრები ხარაგაულში სტუმრობის პირველივე დღეს ისტორიულ მუზეუმს ეწვივნენ.
სტუმრები ინტერესით გაეცვნენ ხარაგაულის ისტორიას. განსაკუთრებით დაინტერესდნენ სოფელ ფარცხნალით, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ შემდგომში ცნობილი აკადემიკოსები, მეცნიერები და რეჟისორები. მოგეხსენებათ, ფარცხნალიდანაა 4 აკადემიკოსი და ორმოცზე მეტი პროფესორი.
მუზეუმში სტუმრებს სიურპრიზი ელოდათ. 27 წლის წინ ხარაგაულის სახალხო თეატრის ლიმბაჟში გასტროლების დროს მსახიობებთან ერთად ხარაგაულის მაშინდელი ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი თემურ ბლუაშვილი იმყოფებოდა. ბატონმა თემურმა სტუმრებს 27 წლის წინ ლიმბაჟში გადაღებული ფოტოები და საგაზეთო მასალები აჩვენა.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ ლატვიელი სტუმრები ხარაგაულის ღვინით დაასაჩუქრა.



შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა