

ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის თეატრალური დასი უკვე ხარაგაულშია. ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრისა და ლიმბაჟის თეატრების მეგობრობა 28 წელს ითვლის.
დღეს, 15 აგვისტოს 15:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში ლატვიელ სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდებიან. შემდეგ დაგეგმილია კონცერტი – ხარაგაულელი მოცეკვავეები ლატვიური და ქართული ეროვნული ცეკვებით წარსდგებიან სტუმრებისა და ხარაგაულელი მაყურებლის წინაშე, შესრულდება ქართული და ლატვიური ხალხური სიმღერები.
19:00 საათზე ნაჩვენები იქნება ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლი „ორნი“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე).
სპექტაკლის შემდეგ თამაზ კიკნაძის სახელობის სკვერში ხარაგაულელი ახალგაზრდების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდება. სკვერში მოეწყობა თვითნასწავლი ხელოვანის, ნანა კიკნაძის ნახატების, ნაქარგებისა და გობელენების გამოფენა.
16 აგვისტოს, 12:00 საათზე, ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში დაგეგმილია კლასიკური მუსიკის კონცერტი; 18:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში ლიმბაჟის თეატრი გამართავს სპექტაკლს „ჩარლის ნათლია.“
17 აგვისტოს ლატვიელი სტუმრები ქუთაისის ღირშესანიშნავ ადგილებს მოინახულებენ, 18 აგვისტოს კი – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული