

აგვისტოს ბოლო დღეებში ხარაგაულში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი გვესტუმრება.
ეს ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის ფონდის ხელმძღვანელმა რამაზ ბლუაშვილმა მოგვაწოდა.
დღეს, 6 აგვისტოს, რამაზ ბლუაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეს შეხვდა და ხარაგაულში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის სტუმრობის დეტალები მასთან ერთად განიხილა.
ხარაგაულში ელიზაბეთ რუდის სტუმრობისას ისტორიულ მუზეუმში პირველად საქართველოში გაიხსნება გამოფენა „ქართული დიასპორა ამერიკულ პრესაში.“ ეს უნიკალური მასალები რამაზ ბლუაშვილმა ამერიკაში მოიპოვა და შეაგროვა. ხარაგაულში ასევე დაგეგმილია რამაზ ბლუაშვილის ფილმის „სიმღერა“ პრემიერა. ფილმი „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვების ისტორიასა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ეძღვნება.
ელიზაბეთ რუდი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გიორგი (ჟორა) ბლუაშვილს შეხვდება, შემდეგ კი კურორტ ნუნისსა და ბერების კლდეს დაათვალიერებს.
„ამერიკის ელჩის ხარაგაულში სტუმრობა მასთან ერთ-ერთი მეგობრული საუბრისას გაჩნდა, როდესაც ელჩი ჩემი წარმომავლობით დაინტერესდა, – ამბობს რამაზ ბლუაშვილი, – ელჩს ვუთხარი, რომ ხარაგაულელი ვარ. მან ხარაგაულის გაცნობის სურვილი გამოთქვა. დავპატიჟე და ვუთხარი, რომ აქ საუკეთესო ადამიანები ცხოვრობენ. ორ დღეში მისგან თანხმობის წერილი მივიღე.
ხარაგაულში ელიზაბეთ რუდის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოს ულამაზესი კუთხე და მარგალიტი – ხარაგაული – გაიცნოს მაღალი დონის დიპლომატმა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ძალიან უყვარს.“
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი