

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება, გუშინ, 14 თებერვალს, ტელეკომპანია “იმედის” თოქ-შოუ “რეაქციაში” გასულ ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელშიც ლეიკემიის მქონე მოზარდი მონაწილეობდა.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი და მისი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა გადაცემაში გამოყენებული იყო არაკეთილსინდისიერად.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 44-ე მუხლი ავალდებულებს მაუწყებელს არასრულწლოვანთა დაცვას, კერძოდ:
1. არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად.
2. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო.
ამავე დროს, ტელეკომპანია “იმედის” დეკლარირებული აქვს საკუთარი ერთგულება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართ, რომლის მე-8 მუხლი სწორედ ბავშვთა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვაზე მიუთითებს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს:
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ მიმართავს ყველა მედიასაშუალებას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ბავშვის ინტერესებს და მათთან დაკავშირებულ თემებს. ნუ გამოიყენებენ ბავშვებსა და მოზარდებს საკუთარი პროგრამებისთვის დამატებითი ემოციური ფონის შესაძენად.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,