

ციტრუსი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ფერმერების, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა, ქვეყანაში გავრცელებული მავნებლის, აზიური ფაროსანასგან დასაცავად შესაბამის მოვლას საჭიროებს.
აგრო სერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე ციტრუსის მოვლის პროცედურებზე გვესაუბრება. სპეციალისტის თქმით, საჭიროა ციტრუსი ზედმეტი ყვავილებისგანაც გათავისუფლდეს, რაც მცენარის მსხმოიარობაზეც აისახება და ფერმერს გაცილებით მეტი შემოსავალის მიღების საშუალებასაც მისცემს.
მისი თქმით, არასწორ დროს წამლობას კულტურის განადგურება შეუძლია. სპეციალისტი ხაზს პრეპარატების გამოყენებისას დოზირების ზუსტ დაცვაზეც ამახვილებს ყურადღებას. აგრონომის განმარტებით, ციტრუსის ბაღში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ კომბინირებული წამლობების ჩატარება საუკეთესო მეთოდია, რომელიც ფერმერს დროსა და ენერგიას დაუზოგავს.

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა,
არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი