„ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის“ ორგანიზებითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დღეს, 21 ივლისს, ხარაგაულში სუმოს სამოყვარულო ტურნირი „დევების ბაშო“ გაიმართა.
ტურნირი ტოჩინოშინისა და გაგამარუს მხარდასაჭერად, სუმოს პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის ჩატარდა.
„საქართველოში სუმო ძალიან პოპულარული სპორტი გახდა, – ამბობს „ახალგაზრდა ინიციატორთა“ კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი მირიან შარიქაძე, – მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ სუმოს მოყვარულთა შორის ტურნირი პირველად ხარაგაულში ჩაგვეტარებინა.
ჩვენს იდეას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები პირები ჩაებნენ. იმედია, სუმოს პოპულარიზაციით სხვა მუნიციპალიტეტები და ქალაქებიც დაინტერესდებიან. ხარაგაულში კი ყოველწლიურად ჩატარდება.
„დევების ბაშო“ მდინარე ჩხერიმელას ნაპირზე, დევების ქანდაკებების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ტურნირს იმერეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი და მისი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ტურნირში სუმოს 20 მოყვარული ჩაერთო – 10 – 18 წლამდელთა შორის, ათი – უფროსი ასაკის. 18 წლამდელთა შორის პირველი ადგილი მიხეილ ღონღაძემ დაიკავა. ის ტერფისა და კოჭ-წვივის სახსარის ინსტიტუტმა 100 ლარით დააჯილდოვა.
ხარაგაულის პირველი ოძეკი ლადო არევაძე გახდა. ლადო გარდამავალი თასით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ დააჯილდოვა.
გამარჯვებულს „სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრმა – თავისუფლება მოძრაობაშია“ – 300 ლარიანი სამედიცინო ვაუჩერი გადასცა, საქართველოს ტერფისა და კოჭ-წვივის სახსარის ინსტიტუტმა ასევე სამას ლარიანი სამედიცინო ვაუჩერით დააჯილდოვა, ზიპლაინის ეროვნულმა ფედერაციამ ფასანაურში ჯომარდობაში უფასოდ მიიწვია და 400 მეტრი სიმაღლიდან ორჯერ დაშვებით დაასაჩუქრა, კაფე „ეიფელი“ ლადო არევაძეს ორკაციან ვახშამზე იწვევს, საკამალმახე „მარელისი“ 10 კგ თევზით ასაჩუქრებს, „კავკასია ფუდი“ – 200 ხინკალით.
ლადო არევაძემ „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირისგან“ 100 ლარი მიიღო, 100-100 ლარი – შპს „ჯეო ჯაპ მოტორსისა“ და „შმაგი ჯოჯიშვილის კომპანიისგან.“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი