ამ თანამდებობაზე 2018 წლის 12 ივლისიდან კიაზო გამრეკელაშვილი დაინიშნა.

კიაზო გამრეკელაშვილი 2009 წლის აგვისტოდან 2015 წლის დეკემბრამდე ამავე ცენტრის უფროსად მუშაობდა. 2015 წლის პირველი დეკემბრიდან კი ზესტაფონის სოციალური მომსახურების ცენტრში მთავარ სპეციალისტად გადაიყვანეს.

„სოციალური მომსახურების ცენტრის ხარაგაულის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე კონკურსი თებერვლის ბოლოს გამოცხადდა, – ამბობს კიაზო გამრეკელაშვილი, – ჯერ ტესტირება, შემდეგ კი გასაუბრება გავიარე. ჩემთან ერთად ამ კონკურსში ჩაბმული იყო უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნაზი გველესიანი. ივლისის დასაწყისში მეილზე მივიღე პასუხი, რომ განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა შეირჩა. ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით დავინიშნე.“

2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის მაისამდე ხარაგაულის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობას ნანული ტაბატაძე ასრულებდა, 2016 წლის მაისიდან 2018 წლის 12 ივლისამდე კი – ნაზი გველესიანი. ქალბატონი ნაზი ამავდროულად უფროსი სპეციალისტის საქმიანობასაც ითავსებდა. ამ მომენტისთვის ნაზი გველესიანი მუშაობას ხარაგაულის სოციალური მომსახურების ცენტრში უფროს სპეციალისტად აგრძელებს.