

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი იწყება – გურიაში გამართულ შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის პირველი ფაზა შეაჯამეს შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. თხილის პლანტაციების შემდეგ სიმინდის ყანების წამლობა იწყება, ასევე ქიმიური პრეპარატით სახელმწიფოს მიერ დამუშავდება მიმდებარე პერიმეტრები, ქარსაფარი ზოლები და ბუჩქნარები. ზურაბ ჩეკურიშვილი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მავნებელი ციტრუსის ბაღებში გადაინაცვლებს, პრეპარატით ეს კულტურაც შეიწამლება.
სეს-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მავნებლის წინააღმდეგ წამლობა მანამდე გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა.
ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით – 12 ათას ჰექტრამდე. ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტისფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა,
არ წარმოადგენდეს EBRD-ისშეხედულებას.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი