

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი (მე-3, მე-4) კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული კოლეჯების, ენერგეტიკის და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების სტუდენეტებს ექნებათ შესაძლებლობა, კომპანიაში 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებასა და ტრენინგებს კომპანიის სათაო ოფისში (თბილისში) და რეგიონულ ფილიალებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი) შემდეგ მიმართულებებში:
„მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლოატაცია, სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა, ელექტროგადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია, ელმრიცხველების ლაბორატორია, გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები), შრომის უსაფრთხოება, ენერგოზედამხედველობა, დისპეჩერიზაცია, „SCADA“ და „GIS“ სისტემები, აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრი) და სხვა,“ – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19) 7 ივლისს, 11:00 საათზე; აგრეთვე, რეგიონალურ ოფისებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი) 4-დან 7 ივლისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მიღება და საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ საიტზე www.energo-pro.ge
სტუდენტთა, საბოლოო შერჩევის პროცესში, 12-დან 14 ივლისის ჩათვლით, კანდიდატებს მოეთხოვებათ პრეზენტაციის გაკეთება თავისუფალ თემაზე „მომავლის ენერგეტიკა“, რის საფუძველზეც მოხდება სტუდენტების შერჩევა.
ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, განაგრძობს სხვადასხვა პროექტების დანერგვას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,