აზიური ფაროსანა თხილიდან სიმინდის კულტურაზე ინაცლებს
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. თუ აქამდე ქიმიური წამლობა თხილის პლანტაციებში, ტყის პირებსა და დიდ ფართობებზე ტარდებოდა, ახლა უკვე სახელმწიფომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა სიმინდის ყანებშიც დაიწყო.
პირველ ეტაპზე ბაღლინჯოს წინააღმდეგ ტერიტორიები ქიმიური საშუალებით აბაშის მუნიციპალიტეტში ე.წ. „ანჯელის მასივში“ დამუშავდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მობილიზებულია 12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა.
„სიმინდის საყანე ფართობების შეწამვლა, მავნებლის გავრცელებას მნიშვნელოვნად შემაცირებს“ – აცხადებს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე.
სიმინდის ყანების დიდ მასივებზე ქიმიურ წამლობას სახელმწიფო ჩაატარებს, ხოლო მცირე ფართობების დამუშავება ფერმერმა თავად უნდა უზრუნველყოს.
როდის უნდა ჩატარდეს სიმინდის ყანების შეწამვლა
აზიური ფაროსანა სიმინდის ნაყოფს აზიანებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარცვალი რძისებრ სიმწიფეში შედის. სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კულტურის სწორ დროს შეწამვლა.
„ამ ეტაზე სიმინდი მაღალი რისკის ქვეშ არ არის, რადგან ნაყოფი ჯერ არ არის განვითარებული“- სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ კულტურის მავნებლისგან დასაცავად წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებენ.
როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სიმინდის ყანებში
ნიკა მესხიძის თქმით, იმის გამო, რომ ჯერ სიმინდს ტარო არ აქვს, ქიმიური წამლობა ყანების გარე პერიმეტრზე ტარდება. ეს ღონისძიება პირველადი ეფექტისთვის მნიშვნელვანია. მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად კი საჭიროა, სიმინდის ყანების გარე ტერიტორიებზე ფერომონების დამონტაჟება, რადგან ბაღლინჯოს კონცენტრაცია სწორედ იმ ადგილებში ხდება, სადაც ფერომონებია განთავსებული და ამ ტერიტორიების დამუშავება მაღალი ეფექტის მომტანია. ასევე აუცილებელია საყანე ფართობებსა და მათ სიახლოვეს „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების დადგმა.
მას შედეგ, რაც სიმინდის ყანების გარე პერიმეტრი დამუშავედება და მცენარე ნაყოფს გაიკეთებს, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები უკვე ყანაში ინაცვლებს. ამ ტერიტორიებზე ქიმიური წამლობის ჩატარება ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. ლაშა შალამბერიძის თქმით, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ
წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი